пятница, 9 декабря 2016 г.


14.10.2016

ჩვენს სკოლა-ლიცეუმში თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულად და კანონის სრული დაცვით ჩატარდა! არჩეულ იქნენ სკოლის თვითმმართველობის წევრები; არჩევნების შედეგები სკოლის საინფორმაციო კუთხეში განთავსდება, თავმჯდომარის ვინაობა კი რამდენიმე დღეში გაირკვევა.






19/09/2016
დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმში. სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მანანა ჩუხრუკიძემ, ტრადიციულად, გულთბილი დახვედრა მოუწყო მოსწავლეებსა და მშობლებს, გააცნო არაერთი სასიამოვნო სიახლე და პრიორიტეტები, ბავშვებს უსურვა ნაყოფიერი და წარმატებული სწავლა და გააცილა საკლასო ოთახებში, სადაც მათ უამრავი სიურპრიზი დახვდათ. განსაკუთრებით იხალისეს დღეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა - "მოულოდნელად" შემოჭრილმა სტუდია "ენკი-ბენკის" ზღპრის გმირებმა მხიარული აურზაური გამოიწვიეს და ჩვენი პატარები სჩუქრებითაც გაახარეს. პირველკლასელებს დირექტორმა წარმომადგენლობითი ბარათები გადასცა, ხოლო მამა ლუკა კარელიძემ ხატებით დააჯილდოვა ისინი.






четверг, 7 апреля 2016 г.

"კვლავ გიწერ ლექსებს,
რადგან მჯერა,დადგება დრო
და მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულთან
ერთად მოგიყვანს..."

                                          ლექსო ლობჟანიძე







      18 თებერვალს 17 საათზე არტკაფეში   გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-12 კლასის მოსწავლის ლექსო ლობჟანიძის შემოქმედებითი საღამო შედგა. 



   ამ არაჩვეულებრივი საღამოს სულისჩამდგმელი ლექსოს აღმზრდელი, სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი მანანა ჩუხრუკიძე იყო . 



          ერთმანეთს ენაცვლებოდა პედაგოგ თ. ნუსხელიძის მიერ გაჟღერებულ ვიოლინოს სულშიჩამწვდომი ჰანგების თანხლებით ლექსოს და მისი ახალგაზრდა მეგობრების მიერ გრძნობით წაკითხული ლექსები.                       



წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ამ საღამოს საპატიო სტუმრების: ბატონ ჯემალ ინჯიას წაკითხული პოეტურმა სტროფებმა და ბატონ პაპუნა კობერიძის გიტარაზე შესრულებულმა რომანსმა.


საღამოს კიდევ უფრო მეტი სითბო შეძინა ლექსოს პირველი მასწავლებლის ნინო ბუაჩიძის იუმორითა და სიყვარულით სავსე მოგონებებმა.



არტ კაფეს კლუბურმა გარემომ, გულიდან მომავალი და ახალგაზრდებისათვის ჩვეული უშუალობით წაკითხულმა პოეზიის ნიმუშებმა,


ამაღლებული განწყობა შეუქმნა დამსწრე საზოგადოებას, არავინ დატოვა გულგრილი, სტუმრებსაც გაუჩნდათ უშუალოდ ჩართვის სურვილი  და


. . გადადიოდა გიტარა სტუმრიდან სტუმრის ხელში,ჰანგებთან შეჯერებული პოეზია- სულიდან სულში . . 











         მცირე გრანტის პროექტ ,, ფენიქსის“ ფარგლებში, 2016 წლის 21 იანვარს მოეწყო შეხვედრა ჟურნალისტ ნათია ომაძესთან. 


იგი გაესაუბრა მოსწავლეებს თემაზე თუ როგორ მოამზადონ ეფექტური რეპორტაჟი და რა ხერხებს მიმართონ მათ მის სწორად განხორციელებისთვის.
2016 წლის 12 იანვარს , წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ფენიქსის“კლუბის წევრები (კლუბის მეურვე ნ. მოსახლიშვილი) შეხვდნენ გორის ტელეკომპანია თრიალეთის რადიო 104-ის პროდიუსერს მამუკა ნადირაძეს. 


იგი გაესაუბრა მოსწავლეებს რადიოს  მართვისა და რეპორტაჟების ჩაწერის უნარ- ჩვევებზე. მან ასევე  მისცა სასარგებლო რჩევა-რეკომენდაციები მოსწავლეებს სკოლაში არსებული  რადიოკვანძის საშუალებით, საინტერესო რადიო-რეპორტაჟები წაყვანასთან დაკავშირებით .



суббота, 30 января 2016 г.

მედალოსნების დაჯილდოების ცერემონია
 



12 ოქროს, 1 ვერცხლის მედალოსანი ყავს ჩვენს სკოლა ლიცეუმს- ასეთია 16 იანვარს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიის შედეგი! სულ შიდა ქართლის მასშტაბით 72 ოქროსი და 16 ვერცხლის მედლის კანდიდატს გადაეცათ ჯილდოები ცერემონიაზე, რომელიც ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.. ღონისძიებას ესწრებოდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია, ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

7 -100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება,4-70% -იანი სახელმწიფო დაფინანსება, 10-50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ სკოლა-ლიცეუმში მიღებული ხარისხიანი განათლება ჩვენი კურსდამთავრებულების მომავალი წარმატებების საწინდარია!
გორის მერმა შიდა ქართლის მასშტაბით ყველაზე წარმატებულ 40 აბიტურიენტს,რომელმაც 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, ფულადი ჯილდოები გადასცა. მათგან 7-მა ანუ დაჯილდოებულების 16%-მა ერთი სკოლა დაამთავრა- ისინი ჩვენი მშობლიური გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის კურსდამთავრებულები არიან!
კონკურსისთვის „ეკოლოგიური ნაძვის ხე“




კონკურსისთვის „ეკოლოგიური ნაძვის ხე“  წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმმა ორი  ნაძვის ხე წარადგინა. ერთერთი ნაძვის ხი დამზადდა ცელოფანის პარკებისგან. ავტორები: მასწავლებელი- მზია გიგაური,მოსწავლეები- მარიამ ცერაძე, სოფო სეხნიაშვილი
ამ ნაძვის ხის დამზადებისას გამოყენებული იყო ხევსურეთში შემონახული ფარდაგების ქსოვის უძველესი ქართული ტექნოლოგია. ხოლო მეორე ეკო ნაძვის ხე დამზადდა პლასტმასის ბოთლებისგან.






ასე შეიძლება ჩვენი რეალობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ეკოლოგიური პრობლემის- ე.წ. „ცელოფანის პარკებისა და ნარჩენი პლასტმასის ბოთლების“ პრობლემის გადაჭრა და მათი ახალი დანიშნულებით გამოყენება. 
შენც შექმენი საკუთარი ხელით ეკოლოგიური ნაძვის ხე და შეიტანე წვლილი ბუნების დაცვაში!







ეს კი შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული ჩვენი ეკონაძვის ხე 2015. ავტორები: მასწავლებელი- მზია გიგაური,მოსწავლეები- მარიამ ცერაძე, სოფო სეხნიაშვილი.

пятница, 22 января 2016 г.

პროექტი "უსაფრთხო მგზავრობა"





წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ფენიქსი“ სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" USAID/PH International PH International (Project Harmony) ფარგლებში ახორციელებს პროექტს „უსაფრთხო მგზავრობა“. პროექტი ხორციელდება ქ.გორის მ უ ნ ი ც ი პ ა ლ ი ტ ე ტ ი ს, საზოგადოება ,,ბ ი ლ ი კ ი ს’’ დაფინანსებით Society Biliki და გორის რესურსცენტრის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში 2015 წლის 17 დეკემბერს სკოლაში მოწვეულ იქნენ, ქალაქ გორის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს განყოფილების საპატრულო სამსახურის თანამშრომლები. მათ მოსწავლეებს ჩაუტარეს სემინარი თემაზე „უსაფრთხო მგზავრობა“. შეხვედრა საინტერესოდ მიმდინარეობდა, გაიმართა საინტერესო დისკუსია.
მოსწავლეებს სკოლის ეზოში ჰქონდათ საშუალება დაეთვალიერებინათ და გაცნობოდნენ საპატრულო მანქანაში განთავსებული მოწყობილობების ფუნქციონირების პრინციპებს. 2015 წლის 21 დეკემბერს, ამავე პროექტის ფარგლებში, საპატრულო და პოლიციის ეკიპაჟის ხელშეწყობით, მოსწავლეები ჩაერთვნენ აქციაში და მოსახლეობას პლაკატებით მოუწოდებდნენ მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ. მოსწავლეების მიერ მოეწყო ფლეშმობი ქალაქ გორის ერთ-ერთ ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელზე. 

ამავე დღეს, მოსწავლეებმა ქალაქის მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო შინაარსის ფლაერები.გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი მადლობას უხდის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მ ე რ ი ა ს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია, შიდა ქართლის საპატრულო პ ო ლ ი ც ი ა ს შიდა ქართლის საპატრულო პოლიცია პროექტის დაფინანსებისა და მხარდაჭერისათვის.