суббота, 19 декабря 2015 г.

ეს დღეც დადგა.




 წელიწადის ყოველ დროს თავისი ხიბლი, შნო და იერი ახლავს. მაგრამ ამ მხრივ შემოდგომა გამორჩეულია თავისი ხვავითა და ბარაქით, ლხინით, სიმრავლითა და ფერთა ზეიმით, მზის განსაკუთრებული ჩახჩახით. ალბათ ბუნებრივიცაა, რომ წელიწადის ამ მშვენიერ დროს იქყება მოსწავლე-ახალგაზრდობის უბერებელი დღესასწაული-სწავლის დაწყება.
      ქართველმა კაცმა მისთვის ყველაზე გამორჩეულ , სასურველ დღეს დღე სასწაული უწოდა და მართლაც, ეს ხომ დღეა ჩვენი ერთად ყოფნის, თავშეყრის საერთო სიხარულის, სწავლის დაწთების, ცოდნის შეძენის, რამე თუ ცოდნა იგებდა დიდგორის ომს, წერდა „ვეფხისტყაოსანს“, აგებდა გელათს და ნიკორწმინდას. არცერთ დღესასწაულს არ ახლავს ამდენი ჟრიამული და სიხარული, ქალაქი და სოფელი ამ დღეს ფეხადგმულ ყვავილნარს გავს, ყველა მიიჩქარის სასურველი შენობისაკენ, სადაც იციან, რომ ელოდებიან, დახვდებიან, გულში ჩაიკრავენ. 
         ასე იყო წელსაც. წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ეზოში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. ერთმანეთს მონატრებული დიდ-პატარა გაფართოებული თვალებით, ფეხისწვერებზე აწევით ეძებდა მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს და ისმოდა: რა ლამაზი ხარ! როგორ გაზრდილხარ! მზისფერი ხარ!... ეხვეოდნენ, ულოცავდნენ და გაუთავებლად ლაპარაკობდნენ.
         ეზოს ერთ ეზოში თავი მოეყარათ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს. ისინი უჩვეულოდ ღელავდნენ. თვალით ზომავდნენ ყველაფერს, თავს უხერხულად გრძნობდნენ, მაგრამ უეცრად ხალხური სიმღერის ხმა გაისმა, ეს სკოლა-ლიცეუმის ანსამბლი „ონავრები“(თ. ნუსხელიძის ხელმძღვანელობით) მღეროდა და უკრავდა. სასიამოვნო, ახლობელი სიმღერა მოედო მწვანეში ჩაფლულ ფართო ეზოს და უხერხულობაც სადღაც გაქრა, მათ გარშემო სწრაფად შეიკრა წრე და ყველა მხიარულებაში ჩაერთო. სიმღერა ცეკვმ შეცვალა, ისმოდა მხიარული შეძახილები. ვინ იცის ეს მხიარულება როდემდე გაგრძელდებოდა სკოლის მოძღვარი მამა ლუკა, რომ არ გამოჩენილიყო. ყველამ მისკენ იბრუნა პირი. მოძღვარმა საოცარი სითბოთი სავსე თვალი მოავლო ყველას. ჩვეული მოძრაობით გადაწერა პირჯვარი შეკრებილთ და საოცრად გულშიჩამწვდომი ხმით დაიწყო „მამა ჩვენო...“ უცებ თითქოს ერთ მუშტად შეიკრა ყველა, თითქოს ერთი კაცის სუნთქვა და ხმა ისმოდა მხოლოდ... ყველას გულში საოცარი სითბო და სიმშვიდე ჩაიღვარა.
      და აი ქალბატონი მანანაც გამოჩნდა. თვალით მიუალერსა ყველას, როგორ მომნატრებიხართო და სწავლის დაწყება მიულოცა, წარმატებული წელი უსურვა და ზარიც დაირეკა.
ეს უკვე მერამდენენდ აუწყა სწავლის დაწყება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ბებრმა ზარმა. და ისევ ახალგაზრდულად იმეორებდა წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი! ფეხბედნიერად გ ე ვ ლ ო თ!
სკოლის ფოიეში შესულთ კი ახალი სიურპრიზი ელოდათ, ლიცეუმი საკმაოდ განებივრებული გახლავთ კურსდამთავრებულთა წარმატებებით , მაგრამ წელს მაინც გამორჩეული წელი იყო: 37 კურსდამთავრებულიდან 7 მოსწავლემ აიღო 100 % იანი გრანტი . 4 მოსწავლემ 70% პროცენტიანი გრანტი და 7 მოსწავლემ 50 % იანი გრანტი.
       ამიტომაც ყველა წარმატებულ მოსწავლეს, ვინც კი სკოლის სახელი და ღირსება განსაკუთრებულად წარმოაჩინა, ქალბატონმა მანანამ ნამდვილი ვარსკვლავთცვენა მოუწყო სკოლის კედლებზე: 25 ოქროს და 8 ვერცხლის მედალოსნების სახელობის ვარსკვლავი თავს იწონებს კედლებიდან. 
აი,თურმე რა ხდებოდა, თვალზე ცრემლს ვერ იკავებდნენ კურსადმთავრებულები და მათი მშობლები. სიხარულით კითხულობდნენ საკუთარ გვარ სახელებს და ამბობდნენ: გმადლობთ ასეთი დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის. ჩვენს ლიცეუმში კედლებიც საყვარელია!
      სიხარულს , სიყვარულისა და აღტაცების ნიშნად კურსდამთავრებულმა მარიამ ბიბილაშვილმა საჩუქარი გადასცა სკოლას და მსროლელმა შამპანიურმაც არ დააყოვნა, აივსო ბაკლები ქარვისფერი სითხით და სითბო და სიყვარული ჩაიღვარა გულსა და სულში. აი ასე დაიწყო ლიცეუმში დღე პირველი და არა უკანასკნელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий