четверг, 7 апреля 2016 г.

"კვლავ გიწერ ლექსებს,
რადგან მჯერა,დადგება დრო
და მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულთან
ერთად მოგიყვანს..."

                                          ლექსო ლობჟანიძე







      18 თებერვალს 17 საათზე არტკაფეში   გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-12 კლასის მოსწავლის ლექსო ლობჟანიძის შემოქმედებითი საღამო შედგა. 



   ამ არაჩვეულებრივი საღამოს სულისჩამდგმელი ლექსოს აღმზრდელი, სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი მანანა ჩუხრუკიძე იყო . 



          ერთმანეთს ენაცვლებოდა პედაგოგ თ. ნუსხელიძის მიერ გაჟღერებულ ვიოლინოს სულშიჩამწვდომი ჰანგების თანხლებით ლექსოს და მისი ახალგაზრდა მეგობრების მიერ გრძნობით წაკითხული ლექსები.                       



წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ამ საღამოს საპატიო სტუმრების: ბატონ ჯემალ ინჯიას წაკითხული პოეტურმა სტროფებმა და ბატონ პაპუნა კობერიძის გიტარაზე შესრულებულმა რომანსმა.


საღამოს კიდევ უფრო მეტი სითბო შეძინა ლექსოს პირველი მასწავლებლის ნინო ბუაჩიძის იუმორითა და სიყვარულით სავსე მოგონებებმა.



არტ კაფეს კლუბურმა გარემომ, გულიდან მომავალი და ახალგაზრდებისათვის ჩვეული უშუალობით წაკითხულმა პოეზიის ნიმუშებმა,


ამაღლებული განწყობა შეუქმნა დამსწრე საზოგადოებას, არავინ დატოვა გულგრილი, სტუმრებსაც გაუჩნდათ უშუალოდ ჩართვის სურვილი  და


. . გადადიოდა გიტარა სტუმრიდან სტუმრის ხელში,ჰანგებთან შეჯერებული პოეზია- სულიდან სულში . . 







Комментариев нет:

Отправить комментарий