დავეხმაროთ
ბავშვთა სახლს
თვითმართველობის არჩევნების შემდეგ სკოლაში
ცხოვრება თითქოს შეიცვალა. აფუსფუსდნენ , მოინდომეს და შედეგმაც არ დააყოვნა . გულს
უხარია მათი საქმიანი სახეების დანახვა , როგორ გაზრდილან , თითქოს მათში საკუთარ ანარეკლს
ხედავ და ბედნიერი ხარდერეფანში გამოკრულმა განცხადებამ : დავეხმაროთ ჩვენს პატარა
მეგობრებს საკანცელარიო ნივთებით ერთიანათ აფორიაქა დიდ - პატარა . მაგრამ თვით მართველობის
წევრებმა მარტო განცხადების გამოკვრა არ იკმარეს . ყველა საკლასო ოთახის კარი შეაღეს
, აუხსნეს დაანახეს და მოაწონეს თავიანთი როლი და შედეგმაც არ დააყოვნა . საკლასო ოთახის
ერთ კუთხეში მიჩენილი ადგილი სასწრაფოდ შეივსო : რვეულებით , ფანქრებით , სახაზავითა
და წიგნებით...
გაჩნდა ბარათებიც...
გამარჯობა ჩვენ სკოლა- ლიცეუმის II კლასის მოსწავლეები ვართ , ვიმეგობროთ ნახეთ რა მაგარი იქნება , მოდით ვცადოთ!
მე ეს ფანქრები ძალიან მიყვარს , კარგად ხატავენ , ვფიქრობ : შენც მოგეწონება და ერთად კარგად იქნებით ცოტნე დარბაიძე .
ამ ჟურნალ ,, დილას ‘’თუ წაიკითხავ უცებ ჭკვიანი და ღონიერი გახდები , აბა სცადეთ...
ნინო , მარიამი და ლიზიკოები
თურმე რა ადვილია და სასიამოვნო სიკეთის კეთება და მოდით ყველამ ვცადოთ!გაჩნდა ბარათებიც...
Комментариев нет:
Отправить комментарий