суббота, 19 декабря 2015 г.

2015-16 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

"ფინჯან ჩაიზე დირექტორთან" 2015-16 სასწ.წელი

 წმინდა გიორგის სახელობის სკოლა - ლიცეუმი გამორჩეულია თავისი მდებარეობითა და წარმატებებით, ტრადიციებით, საოცარი გულში ჩამწვდომი ღონისძიებებით, ამიტომ არ არსებობს ლიცეუმის მიერ ჩატარებული ღონისძიება, თუნდაც ქალაქის ყველაზე დიდ დარბაზში, თავისუფალი სკამით, იქ ყველა ადგილი დაკავებულია ...ასე იყო წელსაც, სკოლა ლიცეუმმა უჩვეოლო ენერგიითა და მონდომებით დაიწყო ახალი სასწავლო წელი და სკოლის დირექტორის ქალბატონ მანანა ჩუხრუკიძის წინადადება: მშობლებს გეპატიჟებით ,, ფინჯან ჩაიზე ‘’ არავის გაჰკვირვებია .,, ჩაი სიცოცხლის ელექსირია ‘’ - ისმის ხშირად , მაგრამ იგი თურმე გულის გახსნის, ერთად ყოფნის და პრობლემების გადაწყვეტის ელექსირიც ყოფილა .უჩვეულო დახვედრამ სკოლა - ლიცეუმში ქალბატონ მანანა ჩუხრუკიძის მიპატიჟებამ ,,ფინჯან ჩაიზე’’ ერთნაირად ააფორიაქა მასწავლებლებიც და მშობლებიც . ყველა ელოდა რას? ... 

და აი, დაიწყო სამზადისი. ყველა კლასის ხელმძღვანელი და მასწავლებელი , კათედრის ხელმძღვანელი, თუ კლუბის მეურვე უჩვეულოდ ემზადებოდა პრეზენტაციისთვის . საკლასო ოთახებში და სამასწავლებლოში ერთიანი ფორიაქი იდგა . ყველა თავისებურად ემზადებოდა და გაუთავებელი უჩვეულო რიგი იდგა სასწავლო ნაწილ ელენე ხაჩიძეს მაგიდასთან.  და აი, დადგა 20 ოქტომბერიც . სკოლის დიდი დარბაზი მოემზადა სტუმართა დასახვედრად . გაიშალა საოცრად ლამაზი მაგიდები , ყველა ცდილობდა თავი მოეწონებინა, თითქოს გამოუცხადებელი კონკურსიც კი გაიმართა , ვინ უფრო ლამაზად. სკოლა ეხლა უკვე დიასახლისის როლში ხვდებოდა მშობელთა დიდ ნაკადს.საღამო დაიწყო , შეხვედრამ , ჩაის სითბომ და სიტკბომ , მშვიდმა მუსიკამ, კათედრებისა და წრეების პრეზენტაციამ სამომავლო გეგმების შესახებ , შეფასების კრიტერიუმების გაცნობამ , საინტერესო ფორმით შეთვაზებულმა ინტერაქტიულმა გამოკითხვამ მშობლები კი არ დააბნია , პირიქით გააერთიანა და შეხვედრა მუშაობაში გადაიზარდა . თურმე რამდენი რამ გვინდა, შეგვიძლია, მოგვწონს ან არ მოგვწონს. ყველა ნაფიქრ - ნააზრევი სწრაფად გადადიოდა გულიდან გულში და შემდეგ ფერად ფურცლებზე. თითქოს ჩვენ წინ ჩვენი მოსწავლეები მუშაობდნენ და მოუთმენლად ველოდით შედეგებს.
და აი , შედეგიც: ვუყვარვართ , გვენდობიან , გვთხოვენ , მოითხოვენ , მოსწონთ ან არ მოსწონთ, იმედი აქვთ , გამოგვყვებიან , გვერდით დაგვიდგებიან და ერთად ყველაფერს შევძლებთ. „კმაყოფილი ვარ , ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ’’ ! თქვა ქალბატონმა მანანამ და უხმოდ დაეშვა სკამზე.ერთი სიტყვით შეხვედრა შედგა , საოცრად აფორიაქებულმა სკოლოს დირექტორმა ქალბატონმა მანანამ და სასწავლო ნაწილმა ქალბატონმა ელენემ სულ ბოლოს მიირთვეს უკვე გაციებული ჩაი. დამთავრდა კიდევ ერთი სასიამოვნო და საქმიანი შეხვედრა , უკეთესი მომავლის იმედით. სკოლის შენობაში კი ბავშვების მხიარული ჟრიამულის მოლოდინში, დროებით სიჩუმემ დაისადგურა.


Комментариев нет:

Отправить комментарий