суббота, 19 декабря 2015 г.

                                       
   "დღე სასწაული..." 2015-16 სასწ.წელი

  ამ დალოცვილ ცისქვეშეთში ყველაფერი ურთიერთკავშირშია: ცოცხალი არსებები, ბუნება, განცდები, ურთიერთობები... თითქოს ერთმანეთში ვირეკლებით, ერთმანეთს ვიმეორებთ:  „ამბობენ, მოძღვარი ჩიტებსაც კი ჰყავთო, თორემ კაცს რა ძალუძს, მეკვლე თუ არ ჰყავსო.“ დიახ, მასწავლებლობა უდიდესი საიდუმლოს გამხელას უნდა ჰგავდეს და მარტო და მარტიო საგნის ცოდნა კი არ არის, არამედ ღვთით მონიჭებული უნარი, სხვას გადასცე ცოდნა და ისე შეაყვარო საგანი, რომ განცვიფრებულმა იფიქროს: ეს რომ არ მცოდნოდა, რა მეშველებოდა, ამ ჩემს ცხოვრებას რა ფასი ექნებოდაო...
ტყვილად კი არ არის ნათქვამი:“ მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი!“
...და მაინც, სკოლა ყოველთვის პირველ ზარს, პირველ გაკვეთილს უკავშირდება და სწავლის მომდევნო წლებიც ამ ძირითადი ღერძის ირგვლივ ტრიალებს. მასწავლებელი ხომ ის ადამიანია, რომელიც შენი ცხოვრების წლების მეგზურია, იგი მოწმეა თქვენი პირველი შეშინებული ასოებისა, მხართეძპზე ჯიუტად გადაწოლილი ციფრებისა, თხუპნია კალმების, წვერწატეხილი ფანქრების, დაღეჭილი საშლელი რეზინების, შარვლის გაფუჭებული შესაკრავების, დაფანტული სასწავლო ნივთების, მორყეული ურჩი კბილების, პირველი მოწონების, ავარდნილი ვარდების დანახვის, პირველი მარცხისა და დროისა, რომელსაც არ ადარდებს დრო.
დრო კი რა მალე გარბის... დრო. 10 ოქტომბერი მასწავლებელთა დღეა... მივუყვები სკოლისაკენ მიმავალ გზას, უკვე მერამდენენდ გავლილს და საფიქრალი თან მიგყვება. დღეს... რა იქნება დღეს...
სკოლის შეღებულ კართნ უეცრად შევჩერდით პირველსავე სვეტზე წითელი გულებითა და ყვავილებით აჭრელებული ფორმატი...
მასწავლებლებო გილოცავთ მასწავლებელთა დღეს! გვიყვარხართ, გვახსოვხართ, გვჭირდებით, უთქვენოდ ძნელია!...
მოულოდნელი სიხარული და სითბო ისე ჩაიღვარა სულში, სუნთქვაც კი გაჭირდა. ერთმანეთს შევხედეთ, გავიღიმეთ, გავხალისდით, დღე სხვანაირად დაიწყო. აი როგორ ვყვარებივართ და რაც მთავარია გამოხატეს, შეძლეს, რა ცოტა სიყვარული კმარა ბედნიერებისათვის, თუმცა პირველ სიურპრიზს მეორეც მოყვა კარს უკან დამალულმა ანსამბლმა „ონავრები“ ქართული ხალხური სიმღერა „ არხოტო“ დააგუგუნა. ჰოდა სითბოს, ქართველობის სიამაყეც დაემატა. ჩვენს აღტაცებას საზღვარი არ ქონდა.
ბავშვებთან ურთიერთობა განსაკუთრებული ხელოვნებაა, რომელსაც თავისი კანონები აქვს. ბავსვებთან ლაპარაკი ხშირად კოდირებულია და ახსნას მოითხოვს. აქ დანის პირზე გიწევს გავლა, არა და რა ძნელია? ჩვენ კი გვეჩქარება და საით?...
თუმცა ქალბატონმა მანანამ , ბედნიერებისაგან მზე რომ უბრწყინავდა თვალებში, საპასუხო სიურპრიზი მიაგება ბავშვებს და ისეთი ჟრიამული ატყდა, გეგონებოდათ ათი მზე ერთად ანათებსო. ეს დღეც შედგა. თურმე როგორ შეგვიძლია ერთმანეთს გავუგოთ, გულში ჩავიკრათ, ერთად გავიხაროთ და გავუთბოთ ერთმანეთს გულები.

Комментариев нет:

Отправить комментарий