суббота, 19 декабря 2015 г.

დავეხმაროთ ბავშვთა სახლს

თვითმართველობის არჩევნების შემდეგ სკოლაში ცხოვრება თითქოს შეიცვალა. აფუსფუსდნენ , მოინდომეს და შედეგმაც არ დააყოვნა . გულს უხარია მათი საქმიანი სახეების დანახვა , როგორ გაზრდილან , თითქოს მათში საკუთარ ანარეკლს ხედავ და ბედნიერი ხარდერეფანში გამოკრულმა განცხადებამ : დავეხმაროთ ჩვენს პატარა მეგობრებს საკანცელარიო ნივთებით ერთიანათ აფორიაქა დიდ - პატარა . მაგრამ თვით მართველობის წევრებმა მარტო განცხადების გამოკვრა არ იკმარეს . ყველა საკლასო ოთახის კარი შეაღეს , აუხსნეს დაანახეს და მოაწონეს თავიანთი როლი და შედეგმაც არ დააყოვნა . საკლასო ოთახის ერთ კუთხეში მიჩენილი ადგილი სასწრაფოდ შეივსო : რვეულებით , ფანქრებით , სახაზავითა და წიგნებით... 

   
გაჩნდა ბარათებიც...

   გამარჯობა ჩვენ სკოლა- ლიცეუმის II კლასის მოსწავლეები ვართ , ვიმეგობროთ ნახეთ რა მაგარი იქნება , მოდით ვცადოთ!
მე ეს ფანქრები ძალიან მიყვარს , კარგად ხატავენ , ვფიქრობ : შენც მოგეწონება და ერთად კარგად იქნებით ცოტნე დარბაიძე .
ამ ჟურნალ ,, დილას ‘’თუ წაიკითხავ უცებ ჭკვიანი და ღონიერი გახდები , აბა სცადეთ...
ნინო , მარიამი და ლიზიკოები
თურმე რა ადვილია და სასიამოვნო სიკეთის კეთება და მოდით ყველამ ვცადოთ!გაჩნდა ბარათებიც... 


2015-16 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

"ფინჯან ჩაიზე დირექტორთან" 2015-16 სასწ.წელი

 წმინდა გიორგის სახელობის სკოლა - ლიცეუმი გამორჩეულია თავისი მდებარეობითა და წარმატებებით, ტრადიციებით, საოცარი გულში ჩამწვდომი ღონისძიებებით, ამიტომ არ არსებობს ლიცეუმის მიერ ჩატარებული ღონისძიება, თუნდაც ქალაქის ყველაზე დიდ დარბაზში, თავისუფალი სკამით, იქ ყველა ადგილი დაკავებულია ...ასე იყო წელსაც, სკოლა ლიცეუმმა უჩვეოლო ენერგიითა და მონდომებით დაიწყო ახალი სასწავლო წელი და სკოლის დირექტორის ქალბატონ მანანა ჩუხრუკიძის წინადადება: მშობლებს გეპატიჟებით ,, ფინჯან ჩაიზე ‘’ არავის გაჰკვირვებია .,, ჩაი სიცოცხლის ელექსირია ‘’ - ისმის ხშირად , მაგრამ იგი თურმე გულის გახსნის, ერთად ყოფნის და პრობლემების გადაწყვეტის ელექსირიც ყოფილა .უჩვეულო დახვედრამ სკოლა - ლიცეუმში ქალბატონ მანანა ჩუხრუკიძის მიპატიჟებამ ,,ფინჯან ჩაიზე’’ ერთნაირად ააფორიაქა მასწავლებლებიც და მშობლებიც . ყველა ელოდა რას? ... 

და აი, დაიწყო სამზადისი. ყველა კლასის ხელმძღვანელი და მასწავლებელი , კათედრის ხელმძღვანელი, თუ კლუბის მეურვე უჩვეულოდ ემზადებოდა პრეზენტაციისთვის . საკლასო ოთახებში და სამასწავლებლოში ერთიანი ფორიაქი იდგა . ყველა თავისებურად ემზადებოდა და გაუთავებელი უჩვეულო რიგი იდგა სასწავლო ნაწილ ელენე ხაჩიძეს მაგიდასთან.  და აი, დადგა 20 ოქტომბერიც . სკოლის დიდი დარბაზი მოემზადა სტუმართა დასახვედრად . გაიშალა საოცრად ლამაზი მაგიდები , ყველა ცდილობდა თავი მოეწონებინა, თითქოს გამოუცხადებელი კონკურსიც კი გაიმართა , ვინ უფრო ლამაზად. სკოლა ეხლა უკვე დიასახლისის როლში ხვდებოდა მშობელთა დიდ ნაკადს.საღამო დაიწყო , შეხვედრამ , ჩაის სითბომ და სიტკბომ , მშვიდმა მუსიკამ, კათედრებისა და წრეების პრეზენტაციამ სამომავლო გეგმების შესახებ , შეფასების კრიტერიუმების გაცნობამ , საინტერესო ფორმით შეთვაზებულმა ინტერაქტიულმა გამოკითხვამ მშობლები კი არ დააბნია , პირიქით გააერთიანა და შეხვედრა მუშაობაში გადაიზარდა . თურმე რამდენი რამ გვინდა, შეგვიძლია, მოგვწონს ან არ მოგვწონს. ყველა ნაფიქრ - ნააზრევი სწრაფად გადადიოდა გულიდან გულში და შემდეგ ფერად ფურცლებზე. თითქოს ჩვენ წინ ჩვენი მოსწავლეები მუშაობდნენ და მოუთმენლად ველოდით შედეგებს.
და აი , შედეგიც: ვუყვარვართ , გვენდობიან , გვთხოვენ , მოითხოვენ , მოსწონთ ან არ მოსწონთ, იმედი აქვთ , გამოგვყვებიან , გვერდით დაგვიდგებიან და ერთად ყველაფერს შევძლებთ. „კმაყოფილი ვარ , ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ’’ ! თქვა ქალბატონმა მანანამ და უხმოდ დაეშვა სკამზე.ერთი სიტყვით შეხვედრა შედგა , საოცრად აფორიაქებულმა სკოლოს დირექტორმა ქალბატონმა მანანამ და სასწავლო ნაწილმა ქალბატონმა ელენემ სულ ბოლოს მიირთვეს უკვე გაციებული ჩაი. დამთავრდა კიდევ ერთი სასიამოვნო და საქმიანი შეხვედრა , უკეთესი მომავლის იმედით. სკოლის შენობაში კი ბავშვების მხიარული ჟრიამულის მოლოდინში, დროებით სიჩუმემ დაისადგურა.


                                       
   "დღე სასწაული..." 2015-16 სასწ.წელი

  ამ დალოცვილ ცისქვეშეთში ყველაფერი ურთიერთკავშირშია: ცოცხალი არსებები, ბუნება, განცდები, ურთიერთობები... თითქოს ერთმანეთში ვირეკლებით, ერთმანეთს ვიმეორებთ:  „ამბობენ, მოძღვარი ჩიტებსაც კი ჰყავთო, თორემ კაცს რა ძალუძს, მეკვლე თუ არ ჰყავსო.“ დიახ, მასწავლებლობა უდიდესი საიდუმლოს გამხელას უნდა ჰგავდეს და მარტო და მარტიო საგნის ცოდნა კი არ არის, არამედ ღვთით მონიჭებული უნარი, სხვას გადასცე ცოდნა და ისე შეაყვარო საგანი, რომ განცვიფრებულმა იფიქროს: ეს რომ არ მცოდნოდა, რა მეშველებოდა, ამ ჩემს ცხოვრებას რა ფასი ექნებოდაო...
ტყვილად კი არ არის ნათქვამი:“ მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი!“
...და მაინც, სკოლა ყოველთვის პირველ ზარს, პირველ გაკვეთილს უკავშირდება და სწავლის მომდევნო წლებიც ამ ძირითადი ღერძის ირგვლივ ტრიალებს. მასწავლებელი ხომ ის ადამიანია, რომელიც შენი ცხოვრების წლების მეგზურია, იგი მოწმეა თქვენი პირველი შეშინებული ასოებისა, მხართეძპზე ჯიუტად გადაწოლილი ციფრებისა, თხუპნია კალმების, წვერწატეხილი ფანქრების, დაღეჭილი საშლელი რეზინების, შარვლის გაფუჭებული შესაკრავების, დაფანტული სასწავლო ნივთების, მორყეული ურჩი კბილების, პირველი მოწონების, ავარდნილი ვარდების დანახვის, პირველი მარცხისა და დროისა, რომელსაც არ ადარდებს დრო.
დრო კი რა მალე გარბის... დრო. 10 ოქტომბერი მასწავლებელთა დღეა... მივუყვები სკოლისაკენ მიმავალ გზას, უკვე მერამდენენდ გავლილს და საფიქრალი თან მიგყვება. დღეს... რა იქნება დღეს...
სკოლის შეღებულ კართნ უეცრად შევჩერდით პირველსავე სვეტზე წითელი გულებითა და ყვავილებით აჭრელებული ფორმატი...
მასწავლებლებო გილოცავთ მასწავლებელთა დღეს! გვიყვარხართ, გვახსოვხართ, გვჭირდებით, უთქვენოდ ძნელია!...
მოულოდნელი სიხარული და სითბო ისე ჩაიღვარა სულში, სუნთქვაც კი გაჭირდა. ერთმანეთს შევხედეთ, გავიღიმეთ, გავხალისდით, დღე სხვანაირად დაიწყო. აი როგორ ვყვარებივართ და რაც მთავარია გამოხატეს, შეძლეს, რა ცოტა სიყვარული კმარა ბედნიერებისათვის, თუმცა პირველ სიურპრიზს მეორეც მოყვა კარს უკან დამალულმა ანსამბლმა „ონავრები“ ქართული ხალხური სიმღერა „ არხოტო“ დააგუგუნა. ჰოდა სითბოს, ქართველობის სიამაყეც დაემატა. ჩვენს აღტაცებას საზღვარი არ ქონდა.
ბავშვებთან ურთიერთობა განსაკუთრებული ხელოვნებაა, რომელსაც თავისი კანონები აქვს. ბავსვებთან ლაპარაკი ხშირად კოდირებულია და ახსნას მოითხოვს. აქ დანის პირზე გიწევს გავლა, არა და რა ძნელია? ჩვენ კი გვეჩქარება და საით?...
თუმცა ქალბატონმა მანანამ , ბედნიერებისაგან მზე რომ უბრწყინავდა თვალებში, საპასუხო სიურპრიზი მიაგება ბავშვებს და ისეთი ჟრიამული ატყდა, გეგონებოდათ ათი მზე ერთად ანათებსო. ეს დღეც შედგა. თურმე როგორ შეგვიძლია ერთმანეთს გავუგოთ, გულში ჩავიკრათ, ერთად გავიხაროთ და გავუთბოთ ერთმანეთს გულები.
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები

   
 2015 წლის 13 ოქტომბერს, წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ VII -XII კლასის მოსწავლეები. არჩევნებს წინ უძღოდა წინასაარჩევნო კომპანია, რომელიც 30 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე გრძელდებოდა.
კანდიდატებმა შეავსეს კანდიდატების რეგისტრაციის ფორმები, შეიმუშავეს და თანატოლებს წარუდგინეს საარჩევნო პროგრამები, რის შედეგადაც თითოეული კლასიდან შეირჩნენ წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობაში.

13 ოქტობერს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, შეირჩნენ თვითმმართველობის თავმჯდომარეები საფეხურების მიხედვით.

გულებში დანთებული სიყვარულის კოცონი



   წმინდა გიორგი სახელობის სკოლა-ლიცეუმი არსებობის 25 წელს ითვლის. იქ სადაც ლიახვს გულში იკრავს მტკვარი, გორიჯვრის კალთის ქვეშ, მერცხლის ბუდესავით შეყუჟული ლიცეუმის შენობა ზღვა სითბოსა და სიყვარულს იტევს... თუმც ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოცილებულია, მისი სხივი ყველგან აღწევს.


  დიახ, სკოლა-ლიცეუმი სამყაროს ის ნაწილი, სადაც ყველაზე მეტად ხარობს სიცოცხლე, ცხოვრებას აქვს ნათელი მიზანი, სადაც ყველაზე მეტად მოგეფერებიან, გაგიგებენ, მიგიტევებენ.

 ლიცეუმი ყოველთვის გამორჩეული მასპინძელი და დამხვდურია მისი მოსწავლიასა და მშობლისათვის. ასე იყო წელსაც. ლიცეუმის დირექტორმა ქალბატონმა მანანა ჩუხრუკიძემ ტრადიციას არც ახლა უღალატა და სწავლის დაწყება სკოლის ეზოში დანთებულ კოცონთან აღნიშნა. უჩვეულო დახვედრამ საოცარი შედეგი გამოიღო. პატარების სიხარულით ანთებული თვალები, მასწავლებლებისა და მშობლების სითბოთი სავსე გამოხედვა, მშვენიერი მუსიკის ჰანგების ფონზე(მალხაზ კვერნაძის ხელმძრვანელობით). ეზოს ერთ კუთხეში შემაღლებულ ადგილზე უბრალოდ ჩამომჯდარი მოხალისე მხატვარი( მშობელი თამარ ქებაძე). პატარების სახეზე სიყვარულისა და სილამაზის ნახატებს ქმნიდა. ეს უჩვეულოდ მოხატული გოგო-ბიჭები კი მხიარული შეძახილებით ხვდებოდნენ ეზოში მოსიარულე „წითელქუდა“ გოგონებს, რომლებიც პატარა, ჯადოსნური კალათებით უშურველად არიგებდნენ ტკბილეულს. 
  უცებ ბენდის ხმა ტამ-ტამების ხმამ ჩაანაცვლა. ახლა კი ჩვენი „ონავრების“ ჯერი დამდგარიყო, ანსამბლი თ. ნუსხელიძის ხელმძღვანელობით უკრავდა, მღეროდნენ და ცეკვავდნენ პატარები. საოცარი იყო საბას და გიორგის სიყვარულითა და სითბოთი სავსე მთიელების ცეკვა. ცეკვა ეზოში გამოჩენილმა თაგუნამ და დევმა შეცვალეს. პატარების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. კეთილი დევი ბავშვებთან ერთად ჩაება მხიარულებაში. თაგუნა კი თავგამეტებით ცეკვავდა. ერთი სიტყვით ეზოში ნამდვილი დღესასწაული იყო. 
  მოულოდნელად მოხუცი ჯადოქრის ტანისამოსში გამოწყობილი დედაბერიც გამოჩნდა (პედაგოგ ნინო ბუაჩიძის სახით). კოცონს სითბო მიემატა, მხიარულებას კი მხიარულება. ცნობა გაჭირდა, მაგრამ ერთერთმა მოსწავლემ წამოიყვირა: „ ნინო მასწავლებელი!“ და ყველა მის გარშემო გაჩნდა. მისი გამოჩენა არც არავის გაჰკვირვებია, ეს წარმოდგენა ხომ ნინო მასწავლებლის მორიგი გაკვეთილი იყო.
 ბინდი შეეპარა გორიჯვრის კალთებს, ბინდი ჩამოწვა სკოლის ეზოში, ჩაიფერფლა კოცონი. ბავშვების სიხარულს კი არაფერი მოჰკლებია, მათი თვალები კვლავ ქალბატონ მანანასკენ იყო მიპყრობილი, ელოდნენ ახალ სიხარულს, სურპრიზებისთვის და დადგა დრო პრიზების განაწილების. ეს კი ძალიან გაუჭირდა მანანა მასწავლებელს, პრიზი ყველასთვის ემეტებოდა და შველა სასწავლო ნაწილის გამგეს ელენე ხაჩიძეს სთხოვა. ელენე მასწავლებელი კი უჩვეულოდ ღელავდა, ეს ხომ მისთვის პირველი კოცონი იყო, მაგრამ გადაწყდა, აირჩა და ბავშვებმა პრიზები დაისაკუთრეს.
დამთავრდა კიდევ ერთი დღესასწაული სკოლის ეზოში, სიჩუმემ დაისადგურა. მხოლოდ გულიდან წამოსული სიტყვები ისმოდა: გმადლობთ ქალბატონო მანანა ამ ლამაზი დღისთვის! სკოლიდან კი ყველას მიყვებოდა:დიახ! სიყვარული ისწავლება და ყველამ უნდა ისწავლოს! 
გაიღიმე... გა-10-ბე...

   2 ოქტომბერი მე-10 თვე. მზე ისევ ან-10-ებს. ოქტომბერში ხომ მთელი მსოფლიო მსოფლიო ღიმილის დრეს ზეიმობს. არ იცოდით? ახლა ხომ იცით, ხოდა გაიღიმე, გა-10-ბე, გაან-10-ე სამყარო!
    პატარა, მრგვალი, ყურებამდე გაღიმებული სასაცილო ყვითელი კაცუნა...რა დიდი ძალა აქვს, არადა რა მარტივად დასახატი ვინმეა...მაგრამ როგორც იტყვიან: “ გენიალურობა - სიმარტივეშია!“
   ეს პატარა, ყვითელი სმაილი მთელი მსოფლიოსთვის ახლობელია. საოცარი, საოცარი ადამიანი...კეთილი მეღიმილე...ყველას მოუწოდებს: „გაიღიმე და აიძილე სხვაც, რომ გაიღიმოს!“   ასეთ წარწერებს აკეთებენ ოქტომბრის დასაწყისში ბილბორდებზე, ჩვენ ბილბორდებზე ხელი ნამდვილად ვერ მიგვიწვდებოდა, ამიტომ ჩვენი სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო კლუბის“ფენიქსის“ წევრებმა და კლუბის მოხალისეებმა გადავწყვიტეთ დევიზი: „გაიღიმე!“ სისრულეში მოგვეყვანა. ფერადი ბუშტებითა და მხიარული ბარათებითგორის ქუჩებს მივაშურეთ. გორელები არ არიან განებივრებული მსგავსი აქციებით, არადა ღიმილიც და სუხარულიც ამ ბოლო დროს ხომ დეფიციტი გახდა. არავინ ელოდა ჩვენს გამოჩენას და მარტლა დადებითი, პოზიტიური განწყობა შეიქმნა, გაოცებული სახეები ღიმილმა და სითბოთი სავსე გამოხედვამ შეცვალა.ისმოდა: გმადლობთ ნაჩუქარი ღიმილისათვის! და ისინიც იღიმებოდნენ, ღიმილი ხომ გადამდებია ჰოდა, გ ა ვ ი ღ ი მ ო თ, გავუთბოთ ერთმანეთს გულები!

ეს დღეც დადგა.




 წელიწადის ყოველ დროს თავისი ხიბლი, შნო და იერი ახლავს. მაგრამ ამ მხრივ შემოდგომა გამორჩეულია თავისი ხვავითა და ბარაქით, ლხინით, სიმრავლითა და ფერთა ზეიმით, მზის განსაკუთრებული ჩახჩახით. ალბათ ბუნებრივიცაა, რომ წელიწადის ამ მშვენიერ დროს იქყება მოსწავლე-ახალგაზრდობის უბერებელი დღესასწაული-სწავლის დაწყება.
      ქართველმა კაცმა მისთვის ყველაზე გამორჩეულ , სასურველ დღეს დღე სასწაული უწოდა და მართლაც, ეს ხომ დღეა ჩვენი ერთად ყოფნის, თავშეყრის საერთო სიხარულის, სწავლის დაწთების, ცოდნის შეძენის, რამე თუ ცოდნა იგებდა დიდგორის ომს, წერდა „ვეფხისტყაოსანს“, აგებდა გელათს და ნიკორწმინდას. არცერთ დღესასწაულს არ ახლავს ამდენი ჟრიამული და სიხარული, ქალაქი და სოფელი ამ დღეს ფეხადგმულ ყვავილნარს გავს, ყველა მიიჩქარის სასურველი შენობისაკენ, სადაც იციან, რომ ელოდებიან, დახვდებიან, გულში ჩაიკრავენ. 
         ასე იყო წელსაც. წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ეზოში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო. ერთმანეთს მონატრებული დიდ-პატარა გაფართოებული თვალებით, ფეხისწვერებზე აწევით ეძებდა მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს და ისმოდა: რა ლამაზი ხარ! როგორ გაზრდილხარ! მზისფერი ხარ!... ეხვეოდნენ, ულოცავდნენ და გაუთავებლად ლაპარაკობდნენ.
         ეზოს ერთ ეზოში თავი მოეყარათ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს. ისინი უჩვეულოდ ღელავდნენ. თვალით ზომავდნენ ყველაფერს, თავს უხერხულად გრძნობდნენ, მაგრამ უეცრად ხალხური სიმღერის ხმა გაისმა, ეს სკოლა-ლიცეუმის ანსამბლი „ონავრები“(თ. ნუსხელიძის ხელმძღვანელობით) მღეროდა და უკრავდა. სასიამოვნო, ახლობელი სიმღერა მოედო მწვანეში ჩაფლულ ფართო ეზოს და უხერხულობაც სადღაც გაქრა, მათ გარშემო სწრაფად შეიკრა წრე და ყველა მხიარულებაში ჩაერთო. სიმღერა ცეკვმ შეცვალა, ისმოდა მხიარული შეძახილები. ვინ იცის ეს მხიარულება როდემდე გაგრძელდებოდა სკოლის მოძღვარი მამა ლუკა, რომ არ გამოჩენილიყო. ყველამ მისკენ იბრუნა პირი. მოძღვარმა საოცარი სითბოთი სავსე თვალი მოავლო ყველას. ჩვეული მოძრაობით გადაწერა პირჯვარი შეკრებილთ და საოცრად გულშიჩამწვდომი ხმით დაიწყო „მამა ჩვენო...“ უცებ თითქოს ერთ მუშტად შეიკრა ყველა, თითქოს ერთი კაცის სუნთქვა და ხმა ისმოდა მხოლოდ... ყველას გულში საოცარი სითბო და სიმშვიდე ჩაიღვარა.
      და აი ქალბატონი მანანაც გამოჩნდა. თვალით მიუალერსა ყველას, როგორ მომნატრებიხართო და სწავლის დაწყება მიულოცა, წარმატებული წელი უსურვა და ზარიც დაირეკა.
ეს უკვე მერამდენენდ აუწყა სწავლის დაწყება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ბებრმა ზარმა. და ისევ ახალგაზრდულად იმეორებდა წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი! ფეხბედნიერად გ ე ვ ლ ო თ!
სკოლის ფოიეში შესულთ კი ახალი სიურპრიზი ელოდათ, ლიცეუმი საკმაოდ განებივრებული გახლავთ კურსდამთავრებულთა წარმატებებით , მაგრამ წელს მაინც გამორჩეული წელი იყო: 37 კურსდამთავრებულიდან 7 მოსწავლემ აიღო 100 % იანი გრანტი . 4 მოსწავლემ 70% პროცენტიანი გრანტი და 7 მოსწავლემ 50 % იანი გრანტი.
       ამიტომაც ყველა წარმატებულ მოსწავლეს, ვინც კი სკოლის სახელი და ღირსება განსაკუთრებულად წარმოაჩინა, ქალბატონმა მანანამ ნამდვილი ვარსკვლავთცვენა მოუწყო სკოლის კედლებზე: 25 ოქროს და 8 ვერცხლის მედალოსნების სახელობის ვარსკვლავი თავს იწონებს კედლებიდან. 
აი,თურმე რა ხდებოდა, თვალზე ცრემლს ვერ იკავებდნენ კურსადმთავრებულები და მათი მშობლები. სიხარულით კითხულობდნენ საკუთარ გვარ სახელებს და ამბობდნენ: გმადლობთ ასეთი დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის. ჩვენს ლიცეუმში კედლებიც საყვარელია!
      სიხარულს , სიყვარულისა და აღტაცების ნიშნად კურსდამთავრებულმა მარიამ ბიბილაშვილმა საჩუქარი გადასცა სკოლას და მსროლელმა შამპანიურმაც არ დააყოვნა, აივსო ბაკლები ქარვისფერი სითხით და სითბო და სიყვარული ჩაიღვარა გულსა და სულში. აი ასე დაიწყო ლიცეუმში დღე პირველი და არა უკანასკნელი.